![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgJJqXJ0bz_9paTLi32XGDhP_QrjLjo8CifWR_PQj74x3ccf1niSpCOPcgA1GEWWd3iouIW-N8pQlrT3x3mb4s8g_H2zKlEqfnH3il_14Fp4Aep0tvpCErXm281QPBtRirTyJKHTk1LTmY/s320/Michael_Jackson_-_Dangerous.jpg)
Dangerous არის მაიკლ ჯექსონის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში გამოსვლისთანავე #1 ადგილზე მოხვდა, სადაც ასევე შემდეგი ოთხი კვირა გაატარა. 17 წლის განმავლობაში იგი 32 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა - აქედან 7 მილიონი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში, რამაც ალბომი ყველაზე სწრაფად გაყიდვად დისკად აქცია, წინა სტუდიურ ნაშრომთან Bad შედარებით. ალბომმა მაიკლს მოუტანა 'გრემის' ჯილდო საუკეთესო ხმის ინჟინერის კატეგორიაში.
Dangerous გამოიცა 1991 წლის 26 ნოემბერს. იგი იქცა მის ყველაზე გაყიდვად დისკად შტატებში - პირველი ორი თვის განმავლობაში იქ მხოლოდ 4 მილიონი დისკი გაიყიდა. ამან ბევრად გაუსწრო დისკის Bad (1987) წარმატებას.
ალბომი მოხვდა ბილბორდის 200 უახლესი ალბომის ჩარტის #1 ადგილზე. პირველ კვირაში უკვე გაიყიდა 326.000 ასლი. იგი კვლავ იმყოფებოდა საუკეთესო ათეულში გამოსვლიდან 65-ე კვირას. 1993 წლის 'გრემის' დაჯილდოვებაზე მაიკლის მიერ ჯილდოს მიღების შემდეგ იგი კვლავ იმყოფებოდა #10 ადგილზე. იმ დროისათვის მან ბილბორდის ჩარტში 117 კვირა გაატარა. RIAA-ს შეფასებით, მან მიიღო 7x პლატინის სტატუსი, რადგან მხოლოდ შტატებში გაიყიდა მისი 7 მილიონი ასლი.
ბრიტანეთში იგი კიდევ უფრო პოპულარული იყო. იგი ჩარტების მოხვდა #1 ადგილზე და უკან დატოვა U2-ს Achtung Baby. თუმცა, მეორე კვირას მას ჩაენაცვლა ქუინის Greatest Hits II - პოპულარობა გამოიწვია ფრედი მერკურის გარდაცვალებამ.
ალბომის პოპულარობამ გამოიწვია საკონცერტო ტურის Dangerous ჩატარება. მაიკლის შემდეგი ალბომის HIStory: Past, Present and Future Book I გამოსვლამდე დისკი უკვე გაიყიდა 22 მილიონი ასლის ოდენობით.